Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში ამ ქვეყნის მეფესთან


საუდის არაბეთში ამ ქვეყნის მეფესთან ფაჰდთან და კრონპრინცთან აბდულა ბინ-აბდულ აზიზთან მოლაპარაკება გამართეს ავღანეთის პრემიერმა კარზაიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულამ.

საუდის არაბეთში ამ ქვეყნის მეფესთან ფაჰდთან და კრონპრინცთან აბდულა ბინ-აბდულ აზიზთან მოლაპარაკება გამართეს ავღანეთის პრემიერმა კარზაიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულამ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ერთმა ავღანელმა დიპლომატმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ჟურნალისტებს უთხრა, საუდის არაბეთი ავღანეთს ხელს გაუმართავს.
საუდის არაბეთს ამის შესახებ არაფერი განუცხადებია.
შეგახსნებთ, რომ საუდის არაბეთი ერთი-ერთი იყო იმ სამი ქვეყნიდან, რომელიც აღიარებდა თალიბანის ხელისუფლებას ავღანეთში.
იაპონიაში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ავღანეთის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ამ შეხვედრას ორგანიზაციას უწევს იაპონია, ევროპის კავშირი, საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები. შეერთებულმა შტატებმა, პაუელის სახით უკვე გამოაცხადა, რომ ავღანეთს დაეხმარება. ხვალ იაპონიაში ჩავა კარზაიც. დღესვე ავღანეთში განახლების შემდეგ კვლავ გაიხსნა სალანგის გვირაბი, რომელიც ქაბულს ავტომაგისტრალით ჩრდილოეთთან აკავშირებს. გვირაბი საფრანგეთის და ბრიტანეთის საქველმოქმედო ჯგუფებმა გაწმინდეს, ხოლო რუსმა ინჟინრებმა, გაიყვანეს ახალი ელექტრო და სავენტილაციო ხაზები.
XS
SM
MD
LG