Accessibility links

ისრაელის პოლიტიკური ბლოკის “ლიკუდის” ზოგიერთმა


ისრაელის პოლიტიკური ბლოკის “ლიკუდის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა თვითმმართველობის ლიდერი იასირ არაფათი ავტონომიის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ.

ისრაელის პოლიტიკური ბლოკის “ლიკუდის” ზოგიერთმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა თვითმმართველობის ლიდერი იასირ არაფათი ავტონომიის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ.
ეს განცხადებები ტერორისტის ხელით ექვსი ისრაელის მოკვლას მოჰყვა. მინისტრების მოწოდება დაგმო საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა. პერესის გამოსვლა მას მერე მოხდა, რაც ისრაელის არმიამ მიზანდასახულად გაანადგურა რადიოსადგურის “პალესტინს ხმის” შენობა. რადიოს თანამშრომლების თანახმად, სადგურმა განაგრძო მუშაობა აფეთქების შემდეგ, მალევე. ისრაელის ბრალდება, რომ რადიოსადგური პროვოკაციურ ინფორმაციას ავრცელებს, პალესტინის მხარემ უარყო. საფრანგეთში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”, პროტესტი გაუგზავნა ისრაელს მომხდარის გამო.
XS
SM
MD
LG