Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოში აზერბაიჯანის გაწევრიანების ერთი წლისთავის ზეიმი, პოლიტიკური პატიმრების არსებობამ შეიძლება ჩაამწაროს.


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 25 იანვარს აზერბაიჯანს ევროპის საბჭოში გაწევრიანების ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი აქვს დაგეგმილი. გეგმები შეიძლება ნაადრევი გამოდგეს.

8 იანვარს ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეამ გააფრთხილა ბაქო, რომ ზამთრის სესიის დღის წესრიგში იდგება პოლიტიკური სიტუაცია აზერბაიჯანში. სესია 24 იანვარს, აზერბაიჯანში ზეიმამდე ერთი დღით ადრეა დაგეგმილი.

პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევს ზეიმი შეიძლება საპარლამენტო ასამბლეის სანქციებმა ჩაუმწაროს.

ეს გაფრთხილება მოჰყვა ასამბლეის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრის, ბელგიელი ლიბერალი დეპუტატის ჟორჟ კლერფეიტის ანგარიშს, რომელშიც მკაცრადაა გაკრიტიკებული აზერბაიჯანის ხელისუფლება მისი პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებისთვის. ეს, ნათქვამია ანგარიშში, უხეშად არღვევს მთავარ პოლიტიკურ პრინციპს, რომ “საბჭოს არცერთ წევრ ქვეყანას არცერთი პოლიტიკური პატიმარი არ უნდა ჰყავდეს.”

საბჭოს სტანდარტების დაუცველობა შეიძლება გახდეს სანქციების მიზეზი. ორი წლის წინ ასამბლეამ რუსეთს საბჭოში ხმის უფლება შეუწყვიტა, მის მიერ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის გამო.
აზერბაიჯანზე, ისევე როგორც ბევრ სხვა ახლადმიღებულ წევრზე, წარმოებს მეთვალყურეობა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიზაციის პროცესის არსებითი პროგრესის შემთხვევაში მოიხსნება.

აზერბაიჯანი საბჭოში შარშან შევიდა მეზობელ სომხეთთან ერთად. მაშინ, ორივე ქვეყანამ პირობა დადო, რომ მოაგვარებენ 13 წლიან კონფლიქტს მთიანი ყარაბაღის თაობაზე და აგრეთვე დაიცავენ 1950 წლის ადამიანის უფლებების ევროპის კონვენციას.
2001 წლის 25 იანვარს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას, ალიევმა განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მისი ინიციატივით 55 ათასი ადამიანი იქნა ამნისტირებული და 2500 ადამიანი შეწყალებული ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანი მომავალშიც განაგრძობს ადამიანის უფლებათა სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მაგრამ, მიუხედავად ალიევის მტკიცებისა, რომ მისი ქვეყანა ევროპის დემოკრატიულ სტანდარტებს უახლოვდება, ზოგიერთი ანაგიში მოწმობს, რომ საქმე ასე კარგად არ არის.

ალექს ანდერსონი, სამართალმდამცველი ორგანიზაზცია “ჰიუმან რაიტს უოჩიდან”, რომელსაც ნიუ იორკში აქვს შტაბ-ბინა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოუწოდებდა ევროპის საბჭოს, არ მიეღო აზერბაიჯანი თავის რიგებში. დღეს ის ამბობს, რომ 2001წლის მეორე ნახევრიდან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების სფეროში რეგრესი შეიმჩნევა.

[ანდერსონის ხმა] “განსაკუთრებით გასული წლის მეორე ნახვევრიდან დავინახეთ, რომ აზრებაიჯანის ხელისუფლება აშკარად არ იცავს ნაკისრ ვალდებულებას ადამიანის უფლებების სფეროში. ამან უნდა გააუარესოს აზერბაიჯანის მდგომარეობა ევროპის საბჭოში.”
აზერბაიჯანის ყოფილი პროკურორი ჩინგიზ ყანიზადე, რომელიც დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების ბაქოს კომიტეტის თავმჯდომარეა, აგრეთვე ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში მდგომარეობა მნიშველოვნად გაუარესდა.
შეუძლებელია დანამდვილებით თქმა, თუ რამდენი პოლიტიკური პატიმარია აზერბაიჯანში. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ვარაუდით – რამდენიმე ათეული; ყანიზადეს ანგარიშით 200 მდე, ასამბლეის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი კლერფეიტი კი ამბობს, რომ მინიმუმ 500.

ადამიანის უფლებათა აზერბაიჯანის ცენტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც შტაბ-ბინა ბაქოში აქვს, და რომელსაც სათავეში ჟურნალისტი ელდარ ზეინალოვი უდგას, ამასწინათ გამოაქვეყნა 674 პოლიტიკური პატიმრის არასრული სია.
ცენტრის თქმით, “პატიმართა უმრავლესობა 1994-95 წლებში, ხელისულების სათავეში ალიევის მოსვლიდან მოკლე ხნის შემდეგ დააპატიმრეს და დახურულ კარს მიღმა გაასამართლეს.
გასული წლის თებერვალში, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა დანიშნა ექსპერტები სომხეთსა და აზერბაიჯანში პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებული სიტუაციის გამოსაძიებლად.
ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სომხეთში მათ მიერ შესწავლილი ორი შემთხვევა პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო. აზერბაიჯანში კი პოლიტიკურად 17 პატიმარი სცნეს გასულ აგვისტოში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 17-დან 6 გაათავისუფლა. საბჭო დარჩენილების განთავისუფლებას ან თავიდან გასამართლებას ითხოვს. ამ თერთმეტს შორის არიან: ყოფილი ეროვნული უშიშროების მინისტრი ნარიმან იმრანოვი; ყოფილი პრემიერ-მინისტრი სურეთ ჰუსეინოვი, ინტერპოლის აზერბაიჯანის ბიუროს ყოფილი უფროსი ილგარ საფიხაროვი. ყველას გაფლანგვასა და ღალატში ადანაშაულებენ და მათ 13 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე აქვთ მისჯილი.

14 იანვარს აზარბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ გადასინჯავს სამი პოლიტიკური პატიმრის – ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრის ისკანდერ ჰამიდოვის, თალიშ სეპარატისტების ლიდერის ალიქრამ ჰუმატოვისა და ყოფილ თავდაცვის მინისტრის რაჰიმ ყაზიევის საქმეებს. ეს ნაბიჯი აშკარად ევროპის საბჭოსთან კეთილი ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით იქნა გადადგმული.
მაგრამ როდის დაიწყება სააპელაციო სასამართლო პროცესი ნათელი არ არის.
XS
SM
MD
LG