Accessibility links

logo-print

ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ჩეხეთის


ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ზემანმა და ვიცე-პრემიერმა ვლადიმირ შპიდლამ გაამძაფრეს ვერბალური ომი ავსტრიის მემარჯვენე პოლიტიკოსთან იორგ ჰაიდერთან.

ავსტრიის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ზემანმა და ვიცე-პრემიერმა ვლადიმირ შპიდლამ გაამძაფრეს ვერბალური ომი ავსტრიის მემარჯვენე პოლიტიკოსთან იორგ ჰაიდერთან.

ზემანმა უთხრა ერთ ავსტრიულ გაზეთს, რომ ჰაიდერი პრონაცისტურად განწყობილი პოლიტიკოსია მისი პეტიციის გამო, რომელშიც ჩეხეთის-ტემელინის-ბირთვული ელექტროსადგურის დახურვას მოითხოვს. შპიდლამ კი უთხრა სხვა ავსტრიულ გაზეთს, რომ ჰაიდერი შოვინისტია და მისი პოლიტიკა სახიფათოა ევროპისთვის. უფრო ადრე ჰაიდერმა თქვა, რომ ზემანი კომუნისტია, რომელმაც შეიცვალა ფილოსოფია, რაც ქვეყანა დემოკრატიის გზას დაადგა. ტემელინის საბჭოთა ტიპის ბირთვულ ელექტროსადგურზე, მისი ნაწილობრივი ამუშავებისასაც კი, არაერთი უწესივრობა დადგინდა. ის ავსტრიის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG