Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ათასობით პალესტინელი გავიდა ქუჩაში და მათი ლიდერის-იასირ არაფატისადმი- მხარდაჭერა გამოხატა

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ათასობით პალესტინელი გავიდა ქუჩაში და მათი ლიდერის-იასირ არაფატისადმი- მხარდაჭერა გამოხატა
პროტესტანტებმა დაგმეს ისრაელის პოლიტიკა არაფატის მიმართ. პალესტინის ავტონომიის თავმჯდომარე, როგორც ცნობილია, რამალაში, თავის შტაბ-ბინაში ჰყავს გამომწყვდეული ისრაელის ჯარს.
ეს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მდგომარეობის გამძაფრებას ტერორისტის მიერ ექვსი ისრაელის დახვრეტის და შემდეგ ისრაელის არმიის მიერ, საპასუხოდ, პალესტინის რადიოს შენობის განადგურებას. რამალაში დემონსტრაციის დროს სროლისას დაიჭრა 5 პალესტინელი.
პალესტინელთა გასამხედროებულმა ჯგუფებმა გამოაცხადეს, რომ ისრაელის მიმართ არ შეწყვეტენ ძალის გამოყენებას. სირიაში ეს პალესტინის განთავისუფლების დემოკრატიული ფრონტის შეირაღებულმა ფრთამ განაცხადა, ხოლო ღაზის სექტორში “ისლამური ჯიჰადის” წევრებმა თქვეს, რომ ისრაელს კვლავ დაესხმიან თავს, თუკი თავის ჯარს არ გაიყვანს პალესტინელთა ტერიტორიიდან და არ მოუხსნის ალყას არაფათის შტაბბინას.
XS
SM
MD
LG