Accessibility links

logo-print

დაღესტანში პოლიციამ დააპატიმრა რუსეთის სახელმწიფო


დაღესტანში პოლიციამ დააპატიმრა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი ნადირშაჰ ხაჩილაევი,

დაღესტანში პოლიციამ დააპატიმრა რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი ნადირშაჰ ხაჩილაევი,
პარასკევს მახაჩყალაში რუსეთის სამხედროებზე თავდასხმის ბრალდებით. ყოფილი კანონმდებლის ბინაში ჩხრეკისას იარაღი იპოვნეს. დააკავეს კიდევ 10 სხვა ეჭვმიტანილი პირი.
პარასკევს, ღამით, მახაჩყალაში, სამხედრო ავტომანქანის ჩავლისას გზის პირზე აფეთქდა ბომბი, მანქანაში მსხდომი 7 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ცნობის თანახმად, აფეთქება მოაწყო დაღესტნის ისლამისტურმა შეირაღებულმა ჯგუფმა, რომელიც ჩეჩნებთან უნდა იყოს დაკავშირებული.
რუსეთმა გამოაცხადა, რომ გასულ დღე-ღამეში ჩეჩენი მეამბოხეების თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5 ჯარისკაცი და 9 დაშავდა.
XS
SM
MD
LG