Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ცდილობს, ახსნა მიიღოს შეერთებული


ბრიტანეთი ცდილობს, ახსნა მიიღოს შეერთებული შტატებისგან

ბრიტანეთი ცდილობს, ახსნა მიიღოს შეერთებული შტატებისგან
იმ გამოქვეყნებული ფოტოების თაობაზე, რომელებზეც გამოსახული არიან მჭიდრო ხელბორკილებით დაბმული თალიბანის და “ალ ყაიდის” წევრები, რომლებიც კუბაზე-გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე- გადაიყვანა შეერთებულმა შტატებმა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტორომ თქვა, რომ დაკავებულებს, მათი სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად, უნდა მოეპყრონ ადამიანურად და საერთაშორისო სამართლის თანახმად. თალიბებს შორის ორი ბრიტანელი მოქალაქეა. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს იმ პირობების გამო, რომელშიც დაპატიმრებული თალიბები იმყოფებიან გუანტანამოზე. ვაშინგტონმა უფლება მისცა “წითელ ჯვარს” მათი მონახულებისა”.
XS
SM
MD
LG