Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში, სადაც ხვალ გაიხსნება საერთაშორისო


ტოკიოში, სადაც ხვალ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, გარდამავალი მთავრობის მეთაურმა კარზაიმ მსოფლიოს სახელმწიფოებს მიმართა დაეხმარონ მის ქვეყანას.

ტოკიოში, სადაც ხვალ გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთისთვის ფინანსური დახმარების შესახებ, გარდამავალი მთავრობის მეთაურმა კარზაიმ მსოფლიოს სახელმწიფოებს მიმართა დაეხმარონ მის ქვეყანას.
[კარზაის ხმა] “დაგვეხმარეთ დავიწყოთ ახალი ცხოვრება, დაგვეხმარეთ დავდგეთ ფეხზე, რათა შევქმნათ ქვეყანა, რომელიც შეინარჩუნებს თავის ფასეულობებს, მაგრამ საკუთარ წვლილსაც შეიტანს მსოფლიოში მშვიდობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.”
დღეს გერმანიამ გამოაცხადა, რომ ავღანეთის ფონდში 280 მილიონ დოლარს შეიტანს მომავალი 4 წლის განმავლობაში. როგორც იცით გაეროს და მსოფლიო ბანკის თანახმად, ავღანეთს 15 მილიარდი დასჭირდება აღდგენისთვის.
გუშინ კარზაიმ 20 მილიონი საუდის არაბეთისგან მიიღო.
XS
SM
MD
LG