Accessibility links

logo-print

ტოკიოში, ავღანეთის დონორი ქვეყნების კონფერენციაზე


ტოკიოში, ავღანეთის დონორი ქვეყნების კონფერენციაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უახლოესი ხუთი წლის მანძილზე ავღანეთის აღსადგენად გამოიყოს ფინანსური დახმარება 3,8 მილიარდი დოლარის ოდენობით.

ტოკიოში, ავღანეთის დონორი ქვეყნების კონფერენციაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უახლოესი ხუთი წლის მანძილზე ავღანეთის აღსადგენად გამოიყოს ფინანსური დახმარება 3,8 მილიარდი დოლარის ოდენობით.
ორდღიანი კონფერენციის პირველ დღეს ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ, ჰამიდ კარზაიმ, დონორ სახელმწიფოებს მიმართა მოწოდებით, ხელგაშლილობა გამოიჩინონ. ჰამიდ კარზაის ხმა: “თქვენს წინაშე ვდგავარ წარმომადგენელი ქვეყნისა, რომელსაც არაფერი გამოუცდია კატასტროფის, ომის, სისასტიკისა და მისი ხალხის ჩაგვრის გარდა.” მიმდინარე წელს ავღანეთის აღსადგენად 1,3 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. ავღანეთის დროებითი ადმინისტრაცია მიესალმა დონორი ქვეყნების გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG