Accessibility links

logo-print

ავღანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, რაზ

ავღანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, რაზ მუჰამად ურიომ, უარყო გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს ქვეყნის ჩრდილოეთში მომხდარიყოს შეტაკებები “ჩრდილოეთის ალიანსის” ურთიერთდაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის.

როგორც ურიომ რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ ოპერაციაზე, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთში მოქმედი თალიბანის შენაერთების განადგურების მიზნით ტარდება. მანამდე “ავღანეთის ისლამური პრესის” სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბანის მომხრეებმა და “ჩრდილოეთის ალიანსის” ერთ-ერთი სამხედრო ხელმძღვანელის, აბდულ რაშიდ დოსთუმის მხარდამჭერებმა, დაიწყეს ბრძოლა ყუნდუზის ჩრდილო-დასავლეთით, ტაჯიკეთის მოსაზღვრე რეგიონზე კონტროლის დაწესების მიზნით.
XS
SM
MD
LG