Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის სამშვიდობო


ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შესაცვლელად სოხუმის მთავრობის თანხმობის მიღება სერიოზული პრობლემაა.

ედუარდ შევარდნაძის აზრით, აფხაზეთის სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შესაცვლელად სოხუმის მთავრობის თანხმობის მიღება სერიოზული პრობლემაა.
“თბილისმა და საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა დაარწმუნონ სოხუმის მთავრობა, რომ სტაბილურობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია სამშვიდობო ოპერაციის ახალი მოდელის შექმნაო” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში. მისივე თქმით, თუ სამშვიდობო ოპერაცია ჩაიშალა, მივიღებთ განვითარების ისეთ ვარიანტებს, რომლებიც არც მთლიანად საქართველოსთვის იქნება მისაღები და, საბოლოოდ, დამღუპველი გამოდგება აფხაზებისთვისაც. შევარდნაძის აზრით, სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის შედეგად უნდა გაფართოვდეს საკონტროლო ზონა და სამშვიდობო ძალებს უნდა დაევალოთ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG