Accessibility links

logo-print

მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი ფინანსურ


მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი ფინანსურ დახმარებას გაუგრძელებს საქართველოსა და დსთ-ის კიდევ 6 ქვეყანას.

მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი ფინანსურ დახმარებას გაუგრძელებს საქართველოსა და დსთ-ის კიდევ 6 ქვეყანას.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იოჰანეს ლინის ცნობით, ბანკის ხელმძღვანელობა აუცილებლად მიიჩნევს საერთაშორისო დახმარების გაფართოებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც სიღატაკის, ვალებისა და კორუფციის პირობებში არსებობენ. თებერვალში, ლონდონში, გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა, რომლის მონაწილეები დსთ-ის 7 ქვეყნისთვის დახმარების კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებენ. საქართველოს გარდა, ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. დახმარების საერთო მოცულობა წლეულს 420 მილიონ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG