Accessibility links

ლეიბორისტების ახალი მოთხოვნა კონსტიტუციურ ცვლილებებს და ამით სახელმწიფო მოწყობის მოდელის შეცვლას ითვალისწინებს


ლეიბორისტები სახელმწიფო ხელისუფლების ახალი სისტემის პროექტს გვთავაზობენ და ამ პროექტის ხორცშესხმის მიზნით, მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

"თუ მიმდინარე წელს არ დაიწყება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის პროცესი, მაშინ ეს წელი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საბედისწერო იქნება" -თვლიან ისინი.

ლეიბორისტების მიზანი: გადაარჩინონ ქართული სახელმწიფოებრიობა ახლა უკვე სახელმწიფო ხელისუფლების ახალი სისტემის პროექტში ცხადდება. შალვა ნათელაშვილი ამჯერად კონსტიტუციური ცვლილებებისთვის და ხელისუფლების თვისობრივად ახალი სისტემისთვის ბრძოლას იწყებს. მეთოდიც უკვე შერჩეული აქვს. ის ტრადიციულად ხალხს ემყარება. ლეიბორისტები თანადგომისთვის კვლავინდებურად მოსახლეობას მიმართავენ:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების სამი გზა. პირველი -პრეზიდენტის ინიციატივა, მეორე -პარლამენტართა ნახევარზე მეტის ინიციატივა და მესამე - 200000 ამომრჩევლის ხელმოწერა. რადგან პრეზიდენტი ჯიუტად ამბობს უარს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე, პარლამენტარები კი 4 ფეხზე დგანან და ტრაქტორი რომ მოუბა, მაინც ვერ გამოათრევ თბილი კაბინეტებიდან, ისევ მოსახლეობამ უმდა მოითხოვოს. ჩვენ 200000 კი არა, ნახევარ მილიონზე მეტ ხელმოწერას შევაგროვებთ. ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ."

თავად შალვა ნათელაშვილს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას სწორედ ლეიბორისტების მიერ შემუშავებული "ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის დოქტრინა" გადაარჩენს. ეს უკნასაკნელი კი გვთავაზობს: ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფუნქციებით აღჭურვილ ძლიერ საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს მთავრობის საქმიანობაში და ეკონომიკურ-ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში. ლეიბორისტების პროექტში ლაპარაკია ორ პალატიან: რესპუბლიკის საბჭოსგან და სენატისგან შემდგარ პარლამენტზე, სადაც სულ 120 დეპუტატი უნდა იყოს. მათ იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს, ამომრჩეველს კი დეპუტატების უკან გამოწვევის უფლება უნდა ჰქონდეს. რესპუბლიკის საბჭო უნდა ამტკიცებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, თავის მხრივ მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს რესპუბლიკის საბჭოს წინაშე და უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში უნდა გადადგეს კიდეც. მთავრობა ავტომატურად უნდა გადადგეს სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც.

ლეიბორისტები თვლიან, რომ კონსტიტუციურად უნდა განისაზღვროს ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებებიც. კონტიტუციამ უნდა განსაზღვროს ეკონომიკურად სტრატეგიული სფეროების სახელმწიფოს გამგებლობაში დატოვების აუცილებლობა და ადრე გასხვისებული ამგვარი ქონების უკან დაბრუნების გარანტიებიც, ამას გარდა უნდა დაკანონდეს სახელმწიფოს ვალდებულება - დააფინანოს სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი განათლება და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებაც და ბოლოს ლეიბორსიტები აგრეთვე მოითხოვენ: კონსტიტუციაში ჩაიდოს მუხლი, სასამართლოს მიერ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის თაობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ამა თუ იმ პარტიის ან პიროვნების საქმიანობა ანგარებით ხასიათს მიიღებს და ანტისახელმწიფოებრივ შედეგებს მოიყოლებს, პარტიას ან პიროვნებას სამუდამოდ ან დროებით უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმინობა. შალვა ნათელაშვილს არა აქვს იმედი, რომ ასეთ იდეებს პოლიტიკური პარტიები დიდ მხარდაჭერას შეაგებებენ. ის, როგორც წესი მოსახლეობის მხარადჭერის იმედს იტოვებს:

[შალვა ნათელასვილის ხმა] "სიტყვით ყევლა პარტია უჭერს მხარს სახელისუფლებო სისტემის შეცვლას, პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას, დეპუტატების რაოდენობის შემცირებას და ასე შემდეგ, მაგრამ აბანოსი არ იყოს, ეხლა გამოჩნდება ვინ უჭერს ამას ყველაფერს მხარს სიტყვით და ვინ საქმით."
XS
SM
MD
LG