Accessibility links

logo-print

პაკისტანმა დღეს კატეგორიულად უარყო და


პაკისტანმა დღეს კატეგორიულად უარყო და სრულიად უსაფუძვლო უწოდა ინდოეთის ქალაქ კალკუტაში შეერთებული შტატების საინფორმაციო ცენტრზე თავდასხმასთან პაკისტანის კავშირი.

პაკისტანმა დღეს კატეგორიულად უარყო და სრულიად უსაფუძვლო უწოდა ინდოეთის ქალაქ კალკუტაში შეერთებული შტატების საინფორმაციო ცენტრზე თავდასხმასთან პაკისტანის კავშირი.
ეს ისლამაბადში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აზიზ აჰმედ ხანმა განაცხადა. დღეს, თავდასხმის შემდეგ ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ადვანიმ თქვა, რომ ჯგუფმა, რომელმაც თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და კალკუტაში პოლიციას დაურეკა, დაკავშირებული იყო, მისი თქმით, პაკისტანის სამხედრო დაზვერვასთან. ადვანის ჯგუფი არ დაუსახელია, თქვა მხოლოდ რომ დარეკეს დუბაიდან. მისივე თანახმად, ამ ჯგუფს გატაცებული ჰყავს ერთი ინდოელი ბიზნესმენი. თავდასხმის შედეგად პოლიციის 5 ოფიცერი დაიღუპა, ხოლო 20 დაიჭრა. შეერთებული შტატების მოქალაქეთაგან არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG