Accessibility links

logo-print

ევროპის კომისიის გაფართოების საკითხთა კომისარმა

ევროპის კომისიის გაფართოების საკითხთა კომისარმა გიუნტერ ფერჰოიგენმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ თუკი ავსტრია ვეტოს დაადებს ევროპის კავშირში ჩეხეთის შესვლას, შეიძლება შეჩერდეს გაფართოების საერთო პროცესი.

ეს გაფრთხილება მოჰყვა ავსტრიის ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას, რომელთა თანახმად, ავსტრიის მოსახლეობის 15 პროცენტი არ ემხრობა ჩეხეთის ევროპის კავშირში შესვლას ვიდრე არ დახურავენ ტემელინის ბირთვულ სადგურს. როგორც ცნობილია, ეს ჩეხური ელექტროსადგური, რომელიც ავსტრიის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს, არ არის უსაფრთხოდ მიჩნეული. თავისუფლების პარტიის ლიდერმა სიუზანე რის-პასერმა თქვა დღეს, რომ ჩეხეთის კავშირში გაწევრიანების პირობა არ არის ტემელინი. მაგრამ ჩეხეთს მოთხოვა წარადგინოს ელექტროსადგურის გამორთვის კონკრეტული გეგმა.
XS
SM
MD
LG