Accessibility links

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სესიაზე, განაცხადა, რომ პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც იასირ არაფატი გაამყარებს თავის, როგორც პალესტინელთა ჭეშმარიტი ლიდერის, პოზიციას.

პერესმა აღნიშნა, რომ ვინაიდან არაფატს არ მოეპოვება საკმარისი გავლენა, რათა ბოლო მოუღოს ტერორს, მისი ინიციატივები მარცხისთვის არის განწირული. [შიმონ პერესის ხმა] ”ჩვენ ნამდვილად გვინდა, ისრაელს მშვიდობიანი ურთიერთობები ჰქონდეს პალესტინელ ხალხთან და არაბულ ქვეყნებთან. ჩვენ არ გვსურს ომი, არ ვესწრაფით გამარჯვებებს და მთელი არსებით გვესმის, რომ კარგი მეზობელი ჯობია კარგ იარაღს”, – განაცხადა პერესმა. ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობის გამწვავებასთან დაკავშირებით ევროპის კავშირის წევრმა ქვეყნებმა გააკრიტიკეს ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიებზე სახლებისა და ინფრასტრუქტურის განადგრუებისთვის.

XS
SM
MD
LG