Accessibility links

logo-print

ირანის ქალაქებში დემონსტრაციები გამართეს მასწავლებლებმა


ირანის ქალაქებში დემონსტრაციები გამართეს მასწავლებლებმა, რომლებიც მოითხოვენ ხელფასების გაზრდას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

ირანის ქალაქებში დემონსტრაციები გამართეს მასწავლებლებმა, რომლებიც მოითხოვენ ხელფასების გაზრდას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
ხელისუფლების მხრიდან აკრძალვის მიუხედავად ათი ათასამდე მასავლებელმა გაიარა თეირანის ქუჩებში. დემონსტრაციები გაიმართა აგრეთვე ისფაჰანსა სხვა ქალაქებში. ირანის პარლამენტის სპიკერმა მეჰდი ქარუბიმ აღიარა, რომ მასწავლებელთა ცხოვრების პირობები არადამაკმაყოფილებელია. ირანში ორ მილიონამდე მასწავლებელია. ისინი იღებენ 130-დან 190 დოლარამდე ხელფასს და საბინაო ფულად დახმარებას. ბევრი მათგანი იძულებულია დამატებითი სამუშაოთი ირჩინოს თავი.
XS
SM
MD
LG