Accessibility links

logo-print

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის


ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის საკითხზე,

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის საკითხზე,
თქვა ოთხშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, მანდატის შეცვლა ითვალისწინებს მშვიდობის დამცველთა მიერ კონტროლირებადი ზონის გაფართოებას მდინარე ღალიძგამდე ოჩამჩირის რაიონში, ასევე სათანადო პირობების შექმნას ამ ტერიტორიაზე დევნილების დაბრუნებისათვის.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებში ჩართულია დსთ-ის სტრუქტურებიც, რომლის ეგიდითაც იმყოფებიან რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში.
შევარდნაძის თქმით, თანამეგობრობის აღმასრულებელ მდივანთან იური იაროვთან მიღწეულია შეთანხმება, რომ იგი რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის შეცვლის საკითხზე.
თუ ვერ მოხერხდება ურთიერთმისაღები შეთანხმებების მიღწევა მანდატის შეცვლასთან დაკავშირებით, საქართველო დააყენებს აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანის საკითხს, აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ.
XS
SM
MD
LG