Accessibility links

რუსეთის ხელმძღვანელობამ განსაზღვრა პირთა წრე


რუსეთის ხელმძღვანელობამ განსაზღვრა პირთა წრე, რომლებიც მოლაპარაკებებს დაიწყებენ საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების წარმომადგენლებთან სამშობლოში მათი ნებაყოფლობით დაბრუნების საკითხზე.

რუსეთის ხელმძღვანელობამ განსაზღვრა პირთა წრე, რომლებიც მოლაპარაკებებს დაიწყებენ საქართველოში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების წარმომადგენლებთან სამშობლოში მათი ნებაყოფლობით დაბრუნების საკითხზე.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე.
ამასთან, შევარდნაძის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა არ სვამს ჩეჩენი ლტოლვილების იძულებით რეპატრიაციის საკითხს.
პრეზიდენტი შევარდნაძე თვლის, რომ ამ ხალხის სამშობლოში დასაბრუნებლად შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას.
XS
SM
MD
LG