Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში დღის სინათლე იხილა ავღანეთის


ქაბულში დღის სინათლე იხილა ავღანეთის პირველმა საერთაშორისო გაზეთმა სახელწოდებით ”Kabul Weekly”.

ქაბულში დღის სინათლე იხილა ავღანეთის პირველმა საერთაშორისო გაზეთმა სახელწოდებით ”Kabul Weekly”.
ათგვერდიან გაზეთში დაბეჭდილია სტატიები დარიზე, პაშტუზე, აგრეთვე ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. გამოცემას აფინანსებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, UNESCO. ინგლისურენოვან სტატიებში საუბარია ავღანეთის შესახებ ტოკიოს კონფერენციაზე, ნარკოტიკების პრობლემაზე, მასწავლებელი ქალების ტრენინგებსა და ქაბულის თეატრის გახსნაზე. ხოლო ადგილობრივ ენებზე გამოქვეყნებულ წერილებში გაშუქებულია ქაბულის მოსახლეთა შეხედულებები უშიშროების მრავალეროვან ძალებზე, აგრეთვე ქალაქში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე. ქაბულ უიკლის პირველი ნომერის ტირაჟია 2500 ეგზემპლარი.
XS
SM
MD
LG