Accessibility links

რუსეთის ვიცე-პრემიერ, ილია კლებანოვის განცხადებით


რუსეთის ვიცე-პრემიერ, ილია კლებანოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა სამხედრო მოდერნიზაციის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს 2010 წლამდე იარაღის ახალი სახეობების შექმნას.

რუსეთის ვიცე-პრემიერ, ილია კლებანოვის განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა სამხედრო მოდერნიზაციის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს 2010 წლამდე იარაღის ახალი სახეობების შექმნას.
კლებანოვის თქმით, ლაპარაკია ახალ საბრძოლო თვითმფრინავზე, საბრძოლო შვეულმფრენზე, ტანკზე, ჯავშანტრანსპორტიორზე, წყალქვეშა ნავებსა და გემებზე. აქამდე ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ სამხედრო მრეწველობის მიზანი ჯერ იქნებოდა უკვე არსებული შეიარაღების მოდერნიზაცია. ყოველდღიურ გაზეთ ”კომერსანტის” ინფორმაციით, გეგმის განხორციელება დაახლოებით 70 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ ხარჯის ნახევარს, სავარაუდოდ, იარაღის ექსპორტი დაფარავს.
XS
SM
MD
LG