Accessibility links

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბინიამინ ბენ-ელიეზერმა


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბინიამინ ბენ-ელიეზერმა დღეს სირია და ირანი რეგიონში ძალადობის გახშირების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბინიამინ ბენ-ელიეზერმა დღეს სირია და ირანი რეგიონში ძალადობის გახშირების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
ბენ-ელიეზერის თქმით, სირიისა და ირანის ხელშეწყობით განხორციელდა ლიბანის ”ჰიზბოლას” მეომრების გუშინდელი თავდასხმა ისრაელის სამხედრო პოსტზე, ლიბანის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა გუშინ საჰაერო დარტყმები მიაყენა ”ჰიზბოლას” დასაყრდენად მიჩნეულ ობიექტს ლიბანში. დღეს კი ღაზის სექტორში ორი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა აფეთქებამ, რომელიც, შესაძლოა, ისრაელის ტანკის ჭურვის გამოწვეული იყო. ხოლო მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონში ისრაელის ჯარისკაცებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ორი პალესტინელი, რის შემდეგაც ისინი ახლო მდებარე ებრაულ დასახლებაში გადაიყვნეს. ერთ-ერთ დაჭრილზე ძებნა იყო გამოცხადებული. ამავე რეგიონის ქალაქ რამალაჰში წუხელ ისრაელის ჯართან შეტაკებისას დაიღუპა პალესტინელთა დაზვერვის სამსახურის ერთი წევრი.
XS
SM
MD
LG