Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში მოკლეს ყოფილი მინისტრი, ელი


ლიბანში მოკლეს ყოფილი მინისტრი, ელი ჰობეიკა და მისი სამი მცველი.

ლიბანში მოკლეს ყოფილი მინისტრი, ელი ჰობეიკა და მისი სამი მცველი.
უმაღლესი რანგის სამხედრო წარმომადგენლის, ნასრი ლაჰოუდის განცხადებით, აფეთქებისას, რომელიც მანქანაში ჩადებულმა ბობმა გამოიწვია, დაიჭრა აგრეთვე 6 ადამიანი. თავდასხმის პასუხისმგებლობა, ამჟამინდელი ინფორმაციით, არავის უკისრია. ჰობეიკა სათავეში ედგა მემარჯვენე ქრისტიან ლიბანელთა გასამხედროებულ დაჯგუფებას, რომელმაც ისრაელის ჯარების მხარდაჭერით, ასობით პალესტინელი ლტოლვილი დახოცა ბეირუთის ორ ლტოლვილთა ბანაკში 1982 წელს, ლიბანში ისრაელის შეჭრის დროს.
XS
SM
MD
LG