Accessibility links

logo-print

თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ცალკეული


თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ცალკეული დაჯგუფებები ავღანეთში ბრძოლას განაგრძობენ.

თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ცალკეული დაჯგუფებები ავღანეთში ბრძოლას განაგრძობენ.
ამის შესახებ დღეს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა, რომლის თქმითაც თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ნაწილი კვლავინდებურად ახერხებს გადაადგილებას. რამსფელდის თქმით, ამერიკული ჯარები განაგრძობენ მათ დევნას. რამსფელდმა და შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების გენერალმა, რიჩარდ მაიერსმა აღნიშნეს აგრეთვე, რომ ამერიკულმა სპეცშენაერთებმა დღეს იერიში მიიტანს თალიბანის ლიდერთა დასაყრდენზე ქალაქ ყანდაარის ჩრდილოეთით, და რამდენიმე მებრძოლი მოკლეს. დონალდ რამსფელდს მსხვერპლის რაოდენობა არ დაუზუსტებია, მაგრამ ავღანეთიდან მოსული ცნობებით, დაიღუპა 15 თალიბი. გენერალ მაიერსის თქმით, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა, შეიპყრეს თალიბანის 27 მებრძოლი. ეს ადამიანები, როგორც იუწყებიან, დაზვერვისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევიან. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავღანეთის ომში დატყვევებულთა რიცხვი ამჟამად 455 აღწევს, მათ შორის არის კუბაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჩაყვანილი 158 კაცი.
XS
SM
MD
LG