Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის, კოფი


ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის ხვალინდელი ვიზიტის დროს ყურადღების ცენტრში უშიშროების საკითხები იდგება.

ავღანეთში გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის ხვალინდელი ვიზიტის დროს ყურადღების ცენტრში უშიშროების საკითხები იდგება.
ამის შესახებ განაცხადა ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილის, ლახდარ ბრაჰიმის პრესმდივანმა, აჰმედ ფაუზიმ, რომლის თქმითაც ქვეყანაში მცირე იარაღის გავრცელების გამო აუცილებელი იქნება ავღანეთში უშიშროების მრავალეროვანი ძალების შემადგენლობის გაზრდა და ამ ძალების არამარტო ქაბულში, არამედ სხვა ქალაქებშიც განთავსება. ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილის მოადგილემ, ფრანსესკ ვენდრელმა კი აღნიშნა, რომ გასული კვირის მიწურულს შეხვდა სხვადასხვა რეგიონის ლიდერებს ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად: [ვენდრელის ხმა]”შესაძლებლობა მქონდა, კვირის მიწურულს ჩავსულიყავი ბამიანში, ჰერათსა და მაზარ-ი-შარიფში. ბამიანში ვესაუბრე პროფესორ ხალილის, ჰერათში იზმაილ ხანს, ხოლო მაზარ-ი- შარიფში გენერალ დოსტუმის წარმომადგენელს შევხვდი. შევხვდი აგრეთვე ატა მოჰამადს.” ვენდრელის თქმით, მას ყველა თანამოსაუბრე დაეთანხმა თავის რეგიონში უშიშროების ძალების განთავსებაზე.
XS
SM
MD
LG