Accessibility links

logo-print

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ჰეიდარ ალიევმა, მოსკოვში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის სტატუსის, პრინციპებისა და გამოყენების პირობების თაობაზე.

ამ შეთანხმებით, გაბალის სადგურის უძრავ-მოძრავი ქონება ათი წლის ვადით, იჯარით გადაეცემა რუსეთს. იჯარის თანხა წელიწადში შვიდ მილიონ დოლარს შეადგენს. გაბალის რადიოსალოკაციო სადგური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის ერთადერთი სამხედრო ობიექტია. იგი აღჭურვილია ადრეული გაფრთხილების თანამედროვე საშუალებებით და ფარავს სექტორს ირანიდან ავსტრალიამდე. ჰეიდარ ალიევი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
XS
SM
MD
LG