Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში საქართველოს ელჩს, პეტრე ჩხეიძეს


გაეროში საქართველოს ელჩს, პეტრე ჩხეიძეს, ამავე ორგანიზაციაში გერმანიის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოუთქვეს

გაეროში საქართველოს ელჩს, პეტრე ჩხეიძეს, ამავე ორგანიზაციაში გერმანიის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოუთქვეს
აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის, დიტერ ბოდენის მისამართით საქართველოს საზოგადოებასა და მასმედიაში გახშირებული “კრიტიკის” გამო. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს გამორიცხავს საქართველო-გერმანიის ურთიერთობაში დაძაბულობის გაჩენის შესაძლებლობას. უბრალოდ, გერმანელი დიპლომატების თხოვნა იყო, რომ საქართველოში მეტი გულისხმიერებით მოეკიდონ დიტერ ბოდენისთვის დაკისრებულ მისიას.
XS
SM
MD
LG