Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთული ბუნებრივი პირობების გამო კოდორის


რთული ბუნებრივი პირობების გამო კოდორის ხეობაში განლაგებული თავდაცვის სამინისტროს 350-კაციანი რაზმის გაყვანა მომდევნო ხუთი თვის მანძილზე ვერ მოხერხდება

რთული ბუნებრივი პირობების გამო კოდორის ხეობაში განლაგებული თავდაცვის სამინისტროს 350-კაციანი რაზმის გაყვანა მომდევნო ხუთი თვის მანძილზე ვერ მოხერხდება
– ამის შესახებ პრაიმ-ნიუსთან საუბარში განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა. მან ასეთი კომენტარი გაუკეთა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ანგარიშს, რომელშიც გამოთქმულია კოდორიდან საქართველოს სამხედრო ნაწილების გაყვანისა და რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების რეკომენდაციები.
ბეჟუაშვილის განცხადებით, ხუთი თვის განმავლობაში უნდა მოიძებნოს ყველასთვის მისაღები ფორმა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფხაზ სეპარატისტთა ფორმირებები კოდორის ხეობასთან ახლოს არიან განლაგებული და, ამდენად, არსებობს მოსახლეობაზე თავდასხმის საშიშროება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კოდორის ხეობაში დამატებითი კონტინგენტი გასული წლის ოქტომბერში შეიყვანა ამ რეგიონის რამდენიმე დაბომბვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG