Accessibility links

logo-print

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ჩაატარა თათბირი, რომელზეც განხილულ იქნა პალესტინელთა ავტონომიის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები.

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ჩაატარა თათბირი, რომელზეც განხილულ იქნა პალესტინელთა ავტონომიის მიმართ გასატარებელი ღონისძიებები.
ბუშმა გაწბილება გამოხატა ავტონომიის ხელმძღვანელის, იასირ არაფატის მოქმედებით. კერძოდ, თეთრი სახლი სერიოზულად შეაშფოთა პალესტინელთა თვითმმართველობის ამასწინანდელმა ცდამ, ირანისგან იარაღი შეესყიდა. დღესვე, ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კოლინ პაუელმა, იასირ არაფატს მოუწოდა, ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრას ტერორი და საერთაშორისო თანამეგობრობას განუმარტოს, რისთვის იყო განკუთვნილი იარაღის პარტია. [კოლინ პაუელის ხმა] “ჩვენ კავშირი გვაქვს პალესტინის თვითმმართველობასთან. გუშინწინ ძალიან დიდხანს ვესაუბრე თავმჯდომარე არაფატს და კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვუთხარი, რომ აუცილებელია მკაცრი, გადამჭრელი, შეუქცევადი ნაბიჯების გადადგმა ტერორიზმის ასალაგმად.” დღეს ისრაელში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა. ტელ-ავივის ერთ-ერთ სავაჭრო ქუჩაზე მდებარე პატარა კაფესთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფეთქების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. თავად ტერორისტი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG