Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი


შეერთებულმა შტატებმა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი გააკრიტიკა იმის გამო, რომ იგი არ ღებულობს გადამჭრელ ზომებს პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ.

შეერთებულმა შტატებმა პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი გააკრიტიკა იმის გამო, რომ იგი არ ღებულობს გადამჭრელ ზომებს პალესტინელი ტერორისტების წინააღმდეგ.
პრეზიდენტ ბუშის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა დღეს განაცხადა, რომ არაფატმა არ მიიღო ქმედითი ზომები ექსტრემისტულ დაჯგუფებათა ასალაგმად, რომლებიც განაგრძობენ ისრაელში მშვიდობიან მოქალაქეებზე ტერორისტულ თავდახსმებს. პრეზიდენტმა ბუშმა პარასკევს ”იმედგაცრუება” გამოთქვა არაფატის მოქმედების გამო. პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენელმა საებ ერექატმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებებს მიუღებელი უწოდა. მან თქვა, რომ შეერთებული შტატების პოზიციას პალესტინელთა წინააღმდეგ თავისი ნამოქმედარის გასამართლებლად გამოიყენებს ისრაელი.
XS
SM
MD
LG