Accessibility links

ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის სარდალმა

ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ტომი ფრენკსმა განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენისა და თალიბების ლიდერის, მოლა მოჰამად ომარის დაკავება ავღანეთში განთავსებული ამერიკის ჯარის პრიორიტეტულ ამოცანას არ წარმოადგენს.

ფრენკსის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია ტერორისტულ ორგანიზაციათა იმ ქსელის განადგურება, ბინ ლადენმა და მისმა თანამებრძოლებმა რომ დააარსეს ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში. ტომი ფრენკსმა, რომელიც ქაბულიდან ისლამაბადში ჩავიდა დღეს პაკისტანის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად, განაცხადა აგრეთვე, რომ შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთები მანამდე დარჩებიან ავღანეთში, ვიდრე მათს წინაშე დასმული ყველა ამოცანა არ იქნება შესრულებული. შუა აზიის რესპუბლიკებში ამასწინანდელი სტუმრობისას ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა ამასთანავე, რომ შეერთებულ შტატებს არა აქვს განზრახული ამ რეგიონში მუდმივი სამხედრო ბაზების დაარსება.
XS
SM
MD
LG