Accessibility links

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 12-კაციანი

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 12-კაციანი დელეგაცია და მსოფლიო ბანკის რვაკაციანი ჯგუფი ქაბულში ჩავიდნენ და მოლაპარაკება გამართეს ავღანეთის დროებითი მთავრობის ფინანსთა მინისტრთან, ამინ არსალასთან, და ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან, აბდულ ყადირ ფიტრატთან.

როგორც სავალუტო ფონდის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პოლ შაბრიემ განაცხადა, ავღანეთის აღდგენაში მონაწილეობა ფონდის არსებობის ისტორიაში ურთულესი ამოცანაა. თუმცა, შაბრიეს თქმით, ფონდი მზარ არის გამოწვევის მისაღებად. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დელეგაციები ავღანეთში ოთხ დღეს დაჰყოფენ. ამასობაში, ავღანეთის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე, ჰამიდ კარზაი, შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ხვალ იგი ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს უნდა შეხვდეს.
XS
SM
MD
LG