Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთში დღეს გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი


უზბეკეთში დღეს გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი,

უზბეკეთში დღეს გაიმართა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი,
რომელზეც გამოტანილი იყო ორი საკითხი. ესენია: პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვისთვის უფლებამოსილების ხუთიდან შვიდ წლამდე გაზრდა და ორპალატიანი პარლამენტის შექმნა. საარჩევნო კომისიის ცნობით, შუადღისთვის რეფერენდუმში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა ამომრჩეველთა 83 პროცენტს. ქარიმოვმა, რომელიც უზბეკეთს 1991 წლიდან მართავს, ქვეყნის კონსტიტუციით თანახმად, 2005 წელს უნდა დატოვოს თანამდებობა. მაგრამ დღეს მან განაცხადა, რომ დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა სურს და ამიტომ პრეზიდენტის პოსტზე, შესაძლოა, კიდევ ორ წელიწადს დარჩეს. შეერთებულმა შტატებმა რეფერენდუმზე თავისი მეთვალყურეები არ მიავლინა, განაცხადა რა, რომ მისი ჩატარება დემოკრატიული ნორმების დარღვევის ტოლფასია.
XS
SM
MD
LG