Accessibility links

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისმაილ


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისმაილ ჯემის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის, საერთაშორისო სასამართლოს დახმარებით განიხილოს საბერძნეთთან თავისი ტერიტორიული დავა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისმაილ ჯემის განცხადებით, მისი ქვეყანა მზად არის, საერთაშორისო სასამართლოს დახმარებით განიხილოს საბერძნეთთან თავისი ტერიტორიული დავა.
უთანხმოება თურქეთსა და საბერძნეთს შორის, კვიპროსის გარდა, უკავშირდება საჰაერო სივრცეს ეგეოსის ზღვის თავზე, ტერიტორიულ წყლებსა და ზღვის მინერალურ რესურსებს. ჯემის თქმით, თურქეთი მზად არის, ყველა სადავო საკითხი მოაგვაროს როგორც პირდაპირი დიალოგის მეშვეობით, ისე შუამავალთა დახმარებითაც, ან, თუ საჭირო შეიქნა, სასამართლო ინსტანციების ჩარევის გზითაც. ამ საკითხების ირგვლივ თურქეთთან მოლაპარაკების გამართვაზე საბერძნეთი აქამდე უარს აცხადებდა და ანკარას სთავაზობდა, საერთაშორისო სასამართლოსთვის მიემართა.
XS
SM
MD
LG