Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში გრძელდება გამოძიება შვეულმფრენის გუშინდელი


ჩეჩნეთში გრძელდება გამოძიება შვეულმფრენის გუშინდელი კატასტროფისა, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი გენერალი.

ჩეჩნეთში გრძელდება გამოძიება შვეულმფრენის გუშინდელი კატასტროფისა, რომლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების ორი გენერალი.
რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტის ცნობით, გამომძიებელთა ჯგუფმა მოინახულა ავარიის ადგილი, ჩრდილოეთი ჩეჩნეთის დაბა შოლკოვსკაიადან ოთხი კილომეტრის დაშორებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერსია, თითქოს შვეულმფრენი მიწიდან, რაკეტით ჩამოეგდოთ, ჯერჯერობით არ დასტურდება. ამის შესახებ საზოგადოებას აუწყა სამხრეთ ჩეჩნეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ, ნიკოლაი ბრიტვინმა: [ნიკოლაი ბრიტვინის ხმა] გამომძიებელთა ვარაუდით, კატასტროფის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო შვეულმფრენის გაუმართაობა ან ტერაქტი მის ბორტზე. ავარიის შედეგად დაიღუპნენ ეკიპაჟის სამი წევრი და 11 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ რუდჩენკო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარების სარდლის მოადგილე ნიკოლაი გორიდოვი. “მი-8”, რომელიც ხანკალის სამხედრო ბაზიდან ქალაქ მოზდოკში მიფრინავდა, ჰაერში აფეთქდა.
XS
SM
MD
LG