Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთრის მე-19 ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც


ზამთრის მე-19 ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 8-24 თებერვალს აშშ-ის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართება, საქართველოს ოთხი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ზამთრის მე-19 ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 8-24 თებერვალს აშშ-ის ქალაქ სოლტ-ლეიკ-სიტიში გაიმართება, საქართველოს ოთხი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯანო ბაგრატიონმა განაცხადა, თამაშებზე საქართველოდან გაემგზავრება 18-კაციანი დელეგაცია, რომელსაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გოგი თოფაძე უხელმძღვანელებს. სოლტ-ლეიკ-სიტიში საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ფიგურული სრიალის ოსტატი ვახტანგ მურვანიძე, ტრამპლინიდან მხტომელი კახა წაქაძე, სამთო-მოთხილამურეები სოფიკო ახმეტელი და რობერტ მახარაშვილი. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 110 000 ლარი გამოიყო, რაც, ჯანო ბაგრატიონის თქმით, ქართველი სპორტსმენების მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებსაც ვერ ფარავს. ჩვენს სპორტსმენებს ფინანსურ დახმარებას გოგი თოფაძე უწევს.
XS
SM
MD
LG