Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი იმედგაცრუებულია ინდოეთის უარის გამო


პაკისტანი იმედგაცრუებულია ინდოეთის უარის გამო, რომელიც მან მიიღო საზღვრისპირა არეალიდან ჯარების გაყვანის შესახებ დელისთვის მოლაპარაკების შეთავაზებაზე.

პაკისტანი იმედგაცრუებულია ინდოეთის უარის გამო, რომელიც მან მიიღო საზღვრისპირა არეალიდან ჯარების გაყვანის შესახებ დელისთვის მოლაპარაკების შეთავაზებაზე.
ინდოეთის პრემიერმა ვაჯპაიმ თქვა, რომ შეუძლებელია სამშვიდობო მოლაპარაკება, როცა პაკისტანს უჭირავს ქაშმირის ნაწილი, რომელზეც ინდოეთს აქვს პრეტენზია. თუმცა, თქვა ვაჯპაიმ, დიპლომატიური კონტაქტები ორ ქვეყანას შორის გახშირდა, ისე, რომ ომის საშიშრობა შემცირდა.
პაკისტანის არმიის წარმომადგნელმა რაშიდ ყურეშმა თქვა, რომ სროლა ქაშმირში, პაკისტანელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის არ წყდება.
ამ ორ ქვეყანას ორჯერ ჰქონდა ომი ერთმანეთთან ქაშმირის გამო.
XS
SM
MD
LG