Accessibility links

ტაშკენტში იმყოფება ევროპისა და აზიის


ტაშკენტში იმყოფება ევროპისა და აზიის საქმეებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ელისაბეტ ჯონსი, რომელმაც თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშომლობას პერსპექტივა კარგი აქვს.

ტაშკენტში იმყოფება ევროპისა და აზიის საქმეებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ელისაბეტ ჯონსი, რომელმაც თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშომლობას პერსპექტივა კარგი აქვს.
. [ჯონსისი ხმა] “შეერთებულ შტატებსა და უზბეკეთს შორის ახალი ურთიერთობა დეტალური, კოლეგიალური ფორმის ფართო დისკუსიის შესაძლებლობას იძლევა სამხედრო, ეკონრმიკის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საზღვრების კონტროლის სფეროებში”.
ჯონსმა თქვა, რომ წელს ვაშინგტონი უზბეკეთს 160 მილიონ დოლარს გამოუყოფს, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აპირებს უზბეკეთს განსაკუთრებით დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში დაეხმაროს.
დღესვე უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ ქამილოვი ბრიუსელში ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინსიტრებს შეხვდა და ასევე თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე გამართა მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG