Accessibility links

logo-print

იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა


იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა დღეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა თხოვნით, თავდებად გაათავისუფლონ იგი ყოველ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების პირობით.

იუგოსლავიის ყოფილმა პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა დღეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა თხოვნით, თავდებად გაათავისუფლონ იგი ყოველ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების პირობით.
მილოშევიჩის სიტყვებით, იგი არ აპირებს დამალვას, ვინაიდან სასამართლო პროცესი მისთვის არის იმ ბრძოლის ველი, რომელშიც მას აუცილებლად სურს მონაწილეობა. მანამდე მილოშევიჩი აცხადებდა, რომ ტრიბუნალს უკანონოდ ცნობს. დღეს სასამართლომ მოისმინა ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის, კარლა დელ პონტეს, აველაცია, რომელიც ეხება მილოშევიჩის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების სამ სხვადასხვა პროცესზე განხილვის საკითხს. დელ პონტეს აზრით, ექსპრეზიდენტის საბრალდებო დასკვნა უნდა იყოს ერთიანი და უნდა შეიცავდეს სამხედრო დანაშაულებებს ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში. დელ პონოტეს თქმით, 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულებები ერთ საერთო მიზანს ემსახურებოდა. [დელ პონტეს ხმა] ” განსასჯელი მილოშევიჩის სრული სქემა, სრული გეგმა, რაც უკვე 1989 წელს გამოვლინდა, იყო შექმნა დიდი სერბიის სახელმწიფოსი, რომელიც ბელგრადიდან იმართებოდა. ამ პერიოდის მანძილზე განსასჯელის საქმეები, მოქმედება, პოზიცია, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, ნათელყოფს, რომ ყველაფერი მზადდებოდა კოსოვოს კონფლიქტისთვის”, განაცხადა კარლა დელ პონტემ.
პირველი სასამართლო პროცესი, რომელზეც მილოშევიჩს 90-იანი წლების ბოლოს კოსოვოელი ალბანელების მიმართ გენოციდში დასდებენ ბრალს, 12 თებერვალს დაიწყება.
XS
SM
MD
LG