Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა


პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო საბჭოს სპიკერი, აჰმედ ქრეი უხელმძღვანელებს პალესტინელთა დელეგაციას,

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა განაცხადა, რომ საკანონმდებლო საბჭოს სპიკერი, აჰმედ ქრეი უხელმძღვანელებს პალესტინელთა დელეგაციას,
რომელიც მოლაპარაკებას გამართავს ხვალ ვაშინგტონში შეერთებული შტატებისა და ევროპის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. დელეგაცია შეხვდება უილიამ ბერნსს, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, აგრეთვე ევროკავშირის წარგზავნილს ახლო აღმოსავლეთში, მიგელ მორატინოს, რუსეთის დესპანს ანდრეი ვიდოვინსა და გაეროს საგანგებო წარგზავნილს, ტერიე როუდ-ლარსენს. იმავდროულად, შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებას გამართავს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბინიამინ ბენ-ელიეზერი. ჯერჯერობით არაა ცნობილი შეხვდება თუ არა ბენ-ელიეზერი პალესტინელთა დელეგაციას.
XS
SM
MD
LG