Accessibility links

logo-print

გალის რაიონის სოფელ თაგილონში დაუდგენელი


გალის რაიონის სოფელ თაგილონში დაუდგენელი შეიარაღებული პირები რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოს დაესხნენ თავს.

გალის რაიონის სოფელ თაგილონში დაუდგენელი შეიარაღებული პირები რუსეთის სამშვიდობო ძალების საგუშაგოს დაესხნენ თავს.
როგორც პრაიმ-ნიუსს აცნობეს სააგენტო “აფსნი-პრესში”, მშვიდობის დამცველთა საგუშაგოს მიმართულებით სროლა ხუთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სროლის დროს ერთ-ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ როგორც დამაკმაყოფილებელს. საპასუხო ცეცხლით თავდამსხმელები უკუგდებულ იქნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ იღებს, იტყობინება “აფსნი-პრესი”.
XS
SM
MD
LG