Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზადაა


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზადაა მდინარე ენგურთან მიმდინარე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის აქციის მონაწილეებს შეხვდეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზადაა მდინარე ენგურთან მიმდინარე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის აქციის მონაწილეებს შეხვდეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ ლონდერ ცაავამ განუცხადა. ცაავას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი ოთხშაბათს საღამოს შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, რა დროსაც სავარაუდოდ გადაწყდება აქციის მონაწილეებთან შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი.
ლონდერ ცაავას თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის იდეა მან ზუგდიდში ყოფნის დროს შესთავაზა აქციის მონაწილეებს, რაზეც მათ დაინტერესება გამოთქვეს. ენგურის ხიდთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავაც მოითხოვენ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან.
XS
SM
MD
LG