Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ კარზაიმ, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს ნიუ იორკში მოინახულა 11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილი.

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰამიდ კარზაიმ, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს ნიუ იორკში მოინახულა 11 სექტემბრის ტრაგედიის ადგილი.
მანამდე კარზაი გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვიდა და მის მონაწილეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ჯარების განთავსებას. ავღანეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას საფუძველი ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის. მათ შორის, უნდა აღადგინოს ქალთა უფლებები, დაიწყოს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების ფორმირება.
XS
SM
MD
LG