Accessibility links

ევროპის კომისიამ დღეს გამოაქვეყნა წინადადებები


ევროპის კომისიამ დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომლებიც ეხება დოტაციებს ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სოფლის მეურნეობისთვის.

ევროპის კომისიამ დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომლებიც ეხება დოტაციებს ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სოფლის მეურნეობისთვის.
ევროპის კავშირის ახალი წევრები ორგანიზაციაში შესვლის შემდეგ მიიღებენ სუბსიდიებს 25 პროცენტის ოდენობით იმ დონიდან, რაც გათვალისწინებულია დანარჩენი წევრებისთვის. დაფინანსების მოცულობა თანდათან გაიზრდება და 2013 წლისთვის ევროპის კავშირში შემავალი ყველა სახელმწიფოს დოტაციები ერთ დონეს მიაღწევს. ევროპის კომისიის წევრის, გიუნტერ ფერჰოიგენის, თქმით, ეს წინადადება არის კომპრომისი ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის ძველ პოზიციასა და წევრობის კანდიდატი ქვეყნების სურვილებს შორის. კანდიდატთა შორის არიან პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვენია და ესტონეთი. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება დღეისთვის ევროპის კავშირის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ნახევარს შეადგენს. დღესვე პოლონეთმა უარყო ევროპის კომისიის წინადადება. გიუნტერ ფერჰოიგენმა ვარშავის პოზიციას ”უპასუხსიმგებლო” უწოდა.
XS
SM
MD
LG