Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ჰამიდ


ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს.

ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ჰამიდ კარზაი ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს.
მან გაიმეორა მოწოდება ავღანეთში მრავალეროვანი სამშვიდობო ჯარის გაზრდისაკენ. [კარზაის ხამა]”ავღანელი ხალხი საერთაშორისო თანამეგობრობას ასეთ ჯარს სთხოვს, როგორც მხარდაჭერის სიმბოლოს. აუცილებელი არ არის, ეს იყოს ჯარი, რომელიც ავღანელების ფიზიკურ უშიშროებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჯარის გაზრდამდე საქმე უნდა მივიდეს მაშინ, თუ ასეთი საჭიროება თავს იჩენს.” ტონი ბლერმა უარი თქვა ავღანეთში ბრიტანელი ჯარისკაცების დამატებითი შენაერთების გაგზავნაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ კვლავინდებურად მხარს უჭერს ნანგრევებად ქცეული ქვეყნისთვის გრძელვადიანი დახმარების გაწევას. უშიშროების ხელშემწყობი მრავალეროვანი ჯარების შემადგენლობა მომავალი თვის მიწურულს 4 5000 კაცს მიაღწევს. მას, მოქმედების პირველი სამი თვის მანძილზე, ბრიტანეთი სარდლობს. დღეს ლონდონში იყვნენ აგრეთვე ავღანეთის დროებითი მთავრობის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთაც შეხვედრები გამართეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, ავღანეთის ახალი არმიის მომზადების საკითხზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG