Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით თევზაძე უარყოფს ცნობას კოდორის


დავით თევზაძე უარყოფს ცნობას კოდორის ხეობის დაბომბვის შესახებ

დავით თევზაძე უარყოფს ცნობას კოდორის ხეობის დაბომბვის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, 31 იანვარს ზემო სვანეთის მხრიდან ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევისა და კოდორის ზემო ხეობის დაბომბვის შესახებ. როგორც დავით თევზაძემ ხუთშაბათს მოწვეულ საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა, ამ ცნობის წყარო იყო ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე, რომელმაც მომხდარის თაობაზე თბილისს ტელეფონით აცნობა. მოსახლე აღნიშნავდა, რომ სოფელ აწყურის რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. თევზაძის თქმით, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე დაბომბვის შესაძლო რაიონში სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა, მაგრამ მას ასეთი რამ არ დაუდასტურებია. თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ განგაშის ატეხის მიზეზი გახდა ძლიერი ჭექა-ქუხილი მთებში. ხუთშაბათს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა აგრეთვე, რომ კოდორის ხეობიდან საქართველოს რეგულარული არმიის ნაწილი გაყვანილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული მხარე ამ რეგიონში უშიშროების მყარ გარანტიებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG