Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის


ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ვლადიმირ კალამანოვმა რუსეთის ჯარები კანონდარღვევებში ამხილა.

ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა, ვლადიმირ კალამანოვმა რუსეთის ჯარები კანონდარღვევებში ამხილა.
მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კანონი დაირღვა მიმდინარე თვეში ჩეჩნეთის ქალაქებში ჩატარებული წმენდის ოპერაციებისას, რის გამოც აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. კალამანოვის განცხადებით, იძიებენ არღუნში, ცოცინ-ირუტსა და ბაჩი-იურტში მომხდარს. საქმე ეხება შემთხვევებს, როცა ქალაქები გადაკეტილია, ხოლო ჩეჩენ მოსახლეებს საათობით აკავებენ, სანამ რუსი ჯარისკაცები სახლებს ჩხრეკენ მეამბოხეების მიგნების იმედით. ამ ოპერაციებსა და ჯარისკაცების მიერ ადამიანის უფლებათა სისტემატიურ ხელყოფას მკაცრად აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. მაგრამ კალამანოვის თქმით, წმენდა უნდა გაგრძელდეს, რათა ჩეჩნეთში დამნაშავეობამ არ იმატოს.
XS
SM
MD
LG