Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვას


შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვას ამერიკელი ხალხისადმი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე სახელმწიფოს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვას ამერიკელი ხალხისადმი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე სახელმწიფოს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
რუსეთის პრეზიდნეტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელი კოლეგა გააფრთხილა, უარი თქვას ძალისმიერ მეთოდებზე საერთაშორისო დიპლომატიაში. ასეთი კომენტარი მოჰყვა ბუშის მიერ ჩრდილოეთი კორეის, ერაყისა და ირანის მოხსენიებას ”ბოროტების ღერძად”, რაც ჩინეთმაც დაგმო. ჩინეთის ხელმძღვანელობის პრესმდივნის დღევანდელი განცხადებით, ასეთმა შედარებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ხოლო ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ ამერიკის ლიდერი ”ომის გაჩაღებაში” დაადანაშაულა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქამალ ხარაზიმ გადაწყვიტა, არ ჩავიდეს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დღეს ნიუ იორკში იწყება.
XS
SM
MD
LG