Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი


ნიუ იორკში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო.

ნიუ იორკში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო.
ხუთდღიანი ფორუმის ცენტრში დგას დისკუსიები მსოფლიოში ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების გზებზე. თავყრილობა უშიშროების მკაცრი ზომებით გამოირჩევა: ნიუ-იორკის ცენტრალურ, მენჰეტენის რაიონში მდებარე სასტუმროსთან, რომელიც ფორუმს მასპინძლობს, განთავსებულია ასობით პოლიციელი. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 31-წლიანი ისტორიის მანძილზე ეს შეკრება პირველად არ იმართება შვეიცარიის სათხილამურო კურორტ დავოსში. შეკრების მონაწილეების - სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, რელიგიური ლიდერების, ბიზნესისა და კულტურის სფეროთა მოღვაწეების - რიცხვი 3000 აღწევს. ამასობაში დემონსტრაციებისთვის ემზადებიან გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა მოძრაობის აქტივისტები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ შეხვედრის ელიტარულობისა და მსოფლიო ვაჭრობის პოლიტიკაზე მისი ზეგავლენის გამო.
XS
SM
MD
LG