Accessibility links

logo-print

სამხრეთი ირანის ქალაქ შირაზში მასწავლებელთა


სამხრეთი ირანის ქალაქ შირაზში მასწავლებელთა საპროტესტო გამოსვლისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

სამხრეთი ირანის ქალაქ შირაზში მასწავლებელთა საპროტესტო გამოსვლისას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.
დაახლოებით 2000 მასწავლებელი სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით შეიკრიბა განათლების უწყების ოფისებთან. როცა პოლიციამ გზები გადაკეტა დემონსტრანტების მარშისთვის ხელის შესაშლელად, დაიწყო შეტაკებები. იუწყებიან რამდენიმე დაშავებულის შესახებ. გასულ თვეში ირანში გახშირდა მასწავლებლების დემონსტრაციები, რომელთა მიზეზი დაბალი ანაზღაურება და უხეირო სამუშაო პირობებია. პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ საგანგებო კომისიას დაავალა მასწავლებლების მოთხოვნათა შესწავლა.
XS
SM
MD
LG